სალათები კრევეტები, ქეილი, ავოკადო, ზეთისხილი, პარმეზანი, სიმინდი, ხახვი, პარმეზანის დრესინგი — 93 კალორია.
BASIC. KITCHEN
ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲧᲝᲕᲔᲚᲗᲕᲘᲡ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ!


Basic მიდგომა
BASIC. KITCHEN
SIMPLE. HONEST. BASIC.
BASIC-ში გვჯერა, რომ ჯანსაღი კვება არ უნდა იყოს რთული. სამყაროში, რომელიც ხშირად ზედმეტობას ანიჭებს უპირატესობას, ჩვენ ვირჩევთ ბალანსს, სუფთა ინგრედიენტებს, ნამდვილ გემოებს და იმ მშვიდ თავდაჯერებულობას, რომელიც სწორად გაკეთებულ სიმარტივეს მოაქვს.
ყველაფერი ერთი მარტივი იდეით დაიწყო - შეგვექმნა საკვები, რომელიც ბუნებრივად ერგება ყოველდღიურ ცხოვრებას. თითოეული ბოული, ვრეპი თუ ყავა შექმნილია იმისთვის, რომ ენერგია შეგმატოთ დღის განმავლობაში - იქნება ეს ვარჯიშის შემდეგ აღდგენა, შეხვედრებს შორის სწრაფი კვება თუ უბრალოდ პატარა პაუზა და განტვირთვა.
BASIC ტრენდებსა და მკაცრ წესებზე არ არის აგებული. ის ყოველდღიურ აუცილებლობებზეა - საკვებზე, რომელიც თავს კარგად გაგრძნობინებს, ვიზუალურადაც მიმზიდველია და მარტივად ერწყმის შენი ცხოვრების სტილს.
ჩვენი მიდგომა პირდაპირი და მარტივია, თუმცა არასდროს მოსაწყენი, ვიყენებთ პრემიუმ ხარისხის ინგრედიენტებს - ყურადღებით შერჩეულ კომბინაციებს და ვქმნით ვიზუალურ სამყაროს, რომელიც თანამედროვე, გამბედავი და ოდნავ თავისებური ხასიათისაა. თითოეული დეტალი ასახავს სუფთა და თავდაჯერებულ დიზაინს, მინიმალისტურს, ნამდვილსა და მარტივ თანამედროვე ესთეტიკას.
BASIC არსებობს იმისთვის, რომ დაამტკიცოს ,,basic’’ არასდროს ნიშნავს მოსაწყენს. ეს არის ყველაფერი კარგის საფუძველი - ადგილი, სადაც ბალანსი იწყება.